დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტრის დირექტორის. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საყურადღებოა, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინატო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოთხივე იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს პირდაპირი საზღვარი, არის ეპიდემიის სერიოზული ზრდა, განსაკუთრებიტ კი რუსეთში.
“მთელ რიგ ქვეყნებში ზრდა არის. განსაკუთრებით, ეს ზრდა აღინიშნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ეს არის ძალიან საყურადღებო. ოთხივე იმ ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ გავქვს პირდაპირი საზღვარი, არის ეპიდემიის სერიოზული ზრდა, მათ შორის ეს ხდება ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში რუსეთში, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ გავრცელების ციფრებით გადაინაცვლა მეორე ადგილზე“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, რუსეთი კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.