“ამბობენ, რომ ეს საკმაოდ დიდი ალბათობით მოხდება. ეს სტანდარტია. ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს. არ ვაპირებთ ქვეყნის დახურვას. ჩვენ ცეცხლს ჩავაქრობთ. იქნება ეს ნაკვერჩხალი თუ ცეცხლი, ჩვენ მას ჩავაქრობთ. თუმცა ქვეყანას არ დავხურავთ.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში დაიხურება თუ არა ქვეყანა.
ცნობისთვის, ამერიკა კოორნავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ დროისთვის ქვეყანაში 1.5 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული.