დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება განახმლდება.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე სააგენტოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყებაზე 279-მა კლინიკამ მიმართა, შემოწმდა 191 ობიექტი, რომელთაგან 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.
ყველა მოქმედმა კლინიკამ კი შემდეგი რეკომენდაციები უნდა შეასრულოს: დაწესებულება აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემით, დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის ოთხმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, რეგისტრატურასთან განთავსდეს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი. კლინიკაში უნდა იყოს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი, პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით, მათ შორის N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორით. პაციენტებმა კი, უნდა გაიკეთონ ნიღბები, დამცავი სათვალე და ბახილები.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული განკარგულების თანახმად, სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისამდე იყო აკრძალული.