“მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია. ვიტყოდი, რომ თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება, ტესტირების მაჩვენებლებიც ამ რეგიონში არ ჩამოუვარდება გერმანიის მაჩვენებლებს. მსჯელობა იყო იმაზე, როგორ, რა გზებით, რა საშუალებებით მოხერხდეს მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი, მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ამ ორ სოფელში, სადაც პრინციპში ყველაზე დიდი პრობლემა.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ სოფლებში – მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ დასახლებაში – მუშევანსა და გეტაში, ვირუსის გავრხელების მაღალი რისკია. საქართველოში ყოველდღიურად გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა სწორედ ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.