ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებების პაკეტს, რომლითაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება

პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება.

კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა 101-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტს გარკვეული დატქმით დაუჭირეს მხარი. კერძოდ, კანონი მიღებიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ამ ინიციატივით კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა. როგორც მან განაცხადა, ნორმები, რომლებიც დგინდება, იყოს დროებით გაწერილი გარდამავალ დებულებებში, პირობითად, 15 ივლისამდე.

„ჩვენ გავაჟღერეთ უკვე ინიციატივა იმის თაობაზე, რომ სასურველია, ის ნორმები, რომლებზეც ვიმსჯელეთ, გადავიდეს გარდამავალ დებულებებში და გაიწეროს დროებით. სავარაუდო თარიღად გთავაზობთ ივლისის რომელიმე რიცხვს. გთავაზობთ, დღეს გავიაროთ კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის მთავრობასთანაც და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება საჭიროება, შევთანხმდეთ ივლისის თვის რომელიმე რიცხვზე. ამ დათქმით ვუყაროთ კენჭი ცვლილებებს“.

ვადის საკითხზე დეპუტატები კონსულტაციებს გამართავენ, კანონმდებლებმა ინიციატივას მხარი სწორედ ამ დათქმით დაუჭირეს.

ცვლილებეის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონპროექტს ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ მისი მიღება არადემოტრატიული და არაკონსტიტუციურია.

იტვირთბა....