საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.
როგორც ირკვევა, მათ ტერიტორია მალევე დატოვეს.
ინფორმაციას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ეცნობა ევროოკავშირის სადამკვირვებლო მისიას.