მთავარი ციტატა

“საშემოსავლოს ვინც იხდის, იქ არ უნდა განასხვაოთ დახმარება, ხოლო სხვებს უნდა ამტკიცებინოთ, რომ თვითდასაქმებულია”

“არ გეთანხმებით, რომ გადასახადების არ დაწევა ყველასთვის არის სწორი ასეთი წნეხისა და გაჭირვების დროს. არ გეთანხმებით, რომ იქ, სადაც მკაფიო კრიტერიუმია, საშემოსავლოს ვინც იხდის, იქ არ უნდა განასხვაოთ დახმარება, ხოლო სხვებს უნდა ამტკიცებინოთ, რომ თვითდასაქმებულია. კატასტროფას მოიტანს ეს ამ ხალხისთვის. აქ, ბატონი კვიჟინაძემ, რომელიც სხვა დროს კომპეტენტურობით გამოირჩევა ხოლმე, გვისაყვედურა, საპენსიოს ყველასთვის დარიგებას ნუ ჰპირდებითო. არა, საკუთარი ფულის დაბრუნება გვინდა, ადამიანებს შავი დღისთვის რომ გადაადებინეთ ძალით, ახლაა ეს შავი დღე და მიეცით შანსი. რა არის ამაში გაუგებარი?”

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს“ წევრი

ამის შესახებ ბოკერიამ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

 ცვლილებეის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონპროექტს ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ მისი მიღება არადემოტრატიული და არაკონსტიტუციურია.

იტვირთბა....