კორონავირუსის პანდემის პერიოდში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ერთ-ერთი რეკომენდაცია ხელის სადეზინფექციო სითხეების გამოყენებაა.
თუმცა, ხელის სადეზინფექციო ხსნარების მანქანაში დატოვება არ შეიძლება, ვინაიდან სიცხემ შეიძლება სადეზინფექციო ხსნარში ალკოჰოლის აორთქლება გამოიწვიოს.
ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
სადეზინფექციო ხსნარების აორთქლება განსაკუთრებით მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ავტომობილი მზეზე გიყენიათ.
ხელის სადეზინფექციო ხსნარში ალკოჰოლი მთავარი აქტიური ნივთიერება, რომელიც ბაქტერიებს კლავს. ამიტომ, თუ ის აორთქლდება, სითხე ტავის ფუნქციას დაკარგავს.
გარდა ამისა, თბილმა სადეზინფექციო ხსნარმა ასევე შეიძლება ადამიანის კანი გააღიზიანოს.
Ford-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც სადეზინფექციო ხსნარში არსებულმა ნივთიერებებმა, შესაძლოა, მანქანის შიდა ინტერიერი ნაადრევად გაცვითოს.