ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩიქოვანი განმარტავს, როდის უნდა ველოდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვიტარების ანალიზის საფუძველზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის.

ამის სესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჩიქოვანის ტქმით, ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შეზღუდვა, ეს არის ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ეპიდაფეთქება ხელახალი და ქვეყანაში რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს არის მთელს მსოფლიოში. გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც არის კონცენტრირებული და ორიენტირებული COVID 19-ის კონტროლზე და მექანიზმებზე,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა და მის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, კომენდანტის საათი 23 მაისიდან გაუქმდება.

იტვირთბა....