საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე პაატა იმნაძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ნათია თურნავამ განმარტა, პაატა იმნაძე გულისხმობდა, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტები უსაფრთხო გარემოში იქნებიან
“ბატონი პაატა გულისხმობდა იმას, რომ აქ ჩამოსვლა იქნება ისეთივე უსაფრთხო, როგორც ჩვენ აქამდე უსაფრთხოდ ვუძღვებოდით ამ სიტუაციას,”- აცხადებს თურნავა.
მინისტრის თქმით, საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო, ნომერ პირველი სავარაუდო ადგილი.
“რასაც ვხედავთ, ადამიანები, უცხოელი ტურისტები არიან მოწყურებულები ზოგადად, უნდათ გავიდნენ ქვეყნიდან და დაისვენონ. საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო, ნომერ პირველი სავარაუდო ადგილი.
ასე რომ, ის ფაქტი, რომ ჩვენ უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ეს პირიქით, ჩვენი უპირატესობა არის, რადგან დღესდღეობით ტურისტი უფრო მეტად მიაქცევს ყრუადღებას, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იყოს, არა მხოლოდ საინტერესო, რელაქსირებული გარემო დახვდეს, არამედ სრულიად უსაფრთო და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს მედიკოსებთან ერთად. ეს იგულისხმება. გაიდლაინები დამუშავებული გვაქვს და გავასაჯაროებთ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, როოგრც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაზემ განაცხადა, “ისეთი წესები იქნება იმ ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან.”