ახალი ამბები მთავარი სამართალი

მცხეთის ქუჩაზე შეირაღებულმა მამაკაცმა “სპარში” შეჭრა სცადა

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე შეირაღებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა სუპერმარკეტ “სპარში” შეჭრა სცადა.

აღნიშნულ ინფორმაციას “მეტრონომთან” შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში განაცხადეს, სამართალდამცველებმა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

უწყების  ინფორმაციით, ერთი პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, 151-ე მუხლი კი, მუქარას ითვალისწინებს.

ექსპერტ-კრიმინალისტები მცხეთის ქუჩაზე გვიანობამდე მუშაობდნენ და ფაქტზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

იტვირთბა....