ბრაზილიაში დღეს, COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, ვირუსის 17 408 ახალი შემთხვევა და 1 179 გარდაცვალება დაადასტურეს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 271 628 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 17 971 ადამიანი.
ბრაზილიას, რომელიც ლათინური ამერიკის პანდემიის ეპიცენტრია, ინფიცირებულთა რაოდენობით, მსოფლიოში მესამე ადგილი უჭირავს, შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ.