ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ტემპს თუ არ შევცვლით 29 მაისისთვის COVID-19-ის 10 000-ზე მეტი შემთხვევა გვექნება, ივნისის ბოლოს კი 30 000-მდე” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში კორონავირუსით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ სომხეთი ტემპს არ შეცვლის თვის ბოლოს 30 000 ინფიცირებული ეყოლება.

ფაშინიანის თქმით, ინფიცირებულების მკვეთრმა ზრდამ შესახლოა სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვიოს, რადგან ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადაიტვირთება და მოსახლეობის დახმარებას ვეღარ შეძლებენ.

“ამ ტემპს თუ არ შევცვლით, 29 მაისისთვის კორონავირუსით ინფიცირების 10 000-ზე მეტი შემთხვევა გვექნება, 12 ივნისისთვის 20 000 და ივნისის ბოლო 30 000-მდე. ეს ნიშნავს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას, რადგან ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადაიტვირთება და მოსახლეობის დახმარებას ვეღარ შევძლებთ.

დღესაც, ქუჩაში ვხედავ ხალხს, რომლებსაც ისე აქვთ კომუნიკაცია, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენ მკაცრ ზომებს მივიღებთ, დამრღვევებს დავაჯარიმებთ, რადგან ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია”, – განაცხადა ფაშინიანმა.

იტვირთბა....