“პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება მისცა, ყველამ ყველაფერი იცოდა, თუ რა იყო, ზოგადად, ყველგან არსებობს პოლიტიკური მორალი, ამის სტანდარტები, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური კულტურა ამ დონემდე არ არის.”
კახა კალაძე – “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
აღნიშნულით კახა კალაძე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ 20 ივნისის აქციაზე, მათ ბიძინა ივანიშვილს აიძულეს, რომ გაესროლა.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ კატასტროფული შეცდომა დაუშვა და ეს სეცდომა მათ დააშვებინეს.
“ყოველგვარი ტრაბახისა და დაკნინების გარეშე ვიტყვი, რომ ეს შეცდომა ჩვენ კარგი გაგებით მას დავაშვებინეთ. მან გაისროლა – ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ მან გაისროლა. ეს უპატიებელია. ის შეცდომა, რომელიც სწორად იქნა შეფასებული საზოგადოების მხრიდან”.