ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაუგებარია, კომენდანტის საათი რას ემსახურება, ვერაფრით მივხვდი, ცხრა საათზე რატომ უნდა ჩავიკეტო სახლში”- ალეკო ელისაშვილი

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა არალოგიკურად და უსამართლოდ ხდება და ამის გარდა, მთავრობას საფუძვლიანი განმარტებები არ გააჩნია.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

“შეზღუდვების მოხსნა იმ ფორმით, როგორც ხდება, არალოგიკური და არასამართლიანია.როცა რაღაცას კრძალავენ, არანაირი არგუმენტი არ აქვთ, ამბობენ, რომ აკრძალულია, მორჩა და გათავდა. მაგალითად, როცა გაიხსნა ორი ქალაქი და თბილისი ისევ ჩაკეტილი იყო, არავის აუხსნია, რატომ იყო ქალაქი ისევ ჩაკეტილი. რამე ხდებოდა თბილისში, მაღალი რისკი იყო უფრო აქ?! ,”- აცხადებს ელისაშვილი.

როგორც ელისაშვილი განმარტავს, ხელისუფლება შეზღუდვებს ძალადობის ბერკეტად იყენებს.

“ამას ბერკეტად კი არ უნდა იყენებდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ძალადობის ბერკეტად გამოყენებაა. ასევე, გაუგებარია, კომენდანტის საათი რას ემსახურება. ვერაფრით ვერ მივხვდი, ცხრა საათზე რატომ უნდა ჩავიკეტო სახლში და გარეთ რატომ არ უნდა გავდიოდე. ცხრა საათის მერე უფროა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე, თუ როგორაა?! ეს რაღაცეები ძალიან გაუგებარია,”= განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ბიზნესის ნაწილმა საქმიანობა განაახლა, ასევე მოიხსნა საკარანტინო რეჟიმები სხვადასხვა მინიციპალიტეტში. 22 მაისს კი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდება.

იტვირთბა....