ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უშიშროების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა არსებული მავთულხლართები შეცვალეს და დამატებითი უკანონო ინსტალაციები აღმართეს.
“აღნიშნულის შესახებ გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აცხადებენ სუს-ში.
სოფელ ხურჩის მიმდებარედ რუსი სამხედროები ძველ ღობეებს ახლით ცვლიან და ბოძებზე ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ.