aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება”- მსოფლიო ბანკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი დევიდ მალპასი ეპიდემიის ფონზე გამოწვეულ კრიზისს ეხმიანება და აცხადებს, რომ მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება.

როგორც მალპასმა აღნიშნა, ბანკის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა წელს 5 პროცენტით შემცირდება.

„ჩვენი შეფასებით, 60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. ეს კი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესის სრულ დაკარგვას ნიშნავს,“ – განაცხადა მალპასმა.

ცნობისათვის, მსოფლიო ბანკის განსაზღვრებით „უკიდურესი სიღარიბე“ ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ერთი ადამიანი დღიური საარსებო თანხა 1.90 აშშ დოლარზე ნაკლებია.

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 5 მილიონს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 4  მილიონ 989 ათას 095 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 324 ათას 966 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 1 მილიონ 956 ათას 260 – გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....