ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები იხსნება

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთის მხარის გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები იხსნება.

როგორც ელცი აღნიშნავს, სამკურნალო წასული პაციენტებისთვის დაწესებული შეზღუდვები 31 სახელმწიფოსთვის იხსნება.

„თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს”, – წერს ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში.

 

იტვირთბა....