მთავარი ციტატა

“პრეპარატ “ჰიდროქსიქლოროქინზე” ჩატარებული კვლევა ყალბი იყო”

“ჰიდროქსიქლოროქინზე ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, მედიკამენტი მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს, რომლებიც ასაკისა და გულის პრობლემების გამო დაღუპვის პირს იყვნენ. კვლევა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტებისა და ვირჯინიის უნივერსიტეტის მიერ იყო დაფინანსებული, თუმცა ის ვეტერანების საქმეთა დეპარტამანეტის საავადმყოფოებში ჩატარდა.”

დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი 

დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ვირუსის პრევენციის მიზნით ყოველდღე პრეპარატ “ჰიდროქსიქლოროქინს” სვამს და თავს კარგად გრძნობს. 

შეგახსენებთ, აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ მალარიის სამკურნალო პრეპარატის “ჰიდროქსიქლოროქინის” დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა და განაცხადა, რომ მისმა გამოყენებამ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში, შესაძლოა, გულის პრობლემები გამოიწვიოს.

იტვირთბა....