ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის მერის მოადგილის პოსტზე ანდრია ბასილაია ინიშნება

თბილისის მერის მოადგილის პოსტს ანდრია ბასილაია დაიკავებს.

ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ანდრია ბასილაიას კანდიდატურა წარადგინა.

კახა კალაძემ ანდრია ბასილაიას პროფესიონალიზს გაისვა ხაზი და აღნიშნა, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მოადგილის, ანდრია ბასილაიას კანდიდატურა, რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. დღემდე სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და აქვს ბევრი წარმატებული პროექტი. ანდრია პროფესიით ეკონომისტ/პოლიტოლოგია, დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის „წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი“, მანამდე კი „ვესტთაუნის სკოლა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, წარმატებულ პროექტებს განვახორციელებთ. ანდრია არის მაგარი პროფესიონალი, წარმატებული ადამიანი და მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დატოვა.

იტვირთბა....