ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება

თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება.

ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისი-რუსთავის მიმართულებით  იმოძრავებს განახლებული ავტობუსები, ისეთი როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება.

“თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავალობაში. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს.

პრობლემა, რომელიც ტრანსპორტის მიმართულებით თბილისი-რუსთავის გზაზე არსებობს იმ ადმიანებისთვის, ვისაც რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა და პირიქით, თბილისიდან რუსთავში ჩასვლა უნდა, სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. არის ძალიან ბევრი სტუდენტი, ვინც რუსთავში ცხოვრობს და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მათთვის სერიოზული კომფორტი იქნება,”_ აცხადებს კალაძე.

კალაძემ მის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, დროულად წარადგინოს გეგმა, რომელიც საზოგადოებას აცნობებს, საიდან უნდა გავიდნენ ავტობუსები რუსთავის მიმართულებით და პირიქით.

“შესაბამისად, მინდა მაია ბითაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარმოდეგნილი იყოს სრულყოფილი გეგმა, სრულყოფილი წერტილები საიდან უნდა გავიდნენ ავტობუსები რუსთავის მიმართულებით და პირიქით. დედაქალაქის მერია ამ პასუხისმგებლობას აიღებს და თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. იმოძრავებს განახლებული ავტობუსები, ისეთი როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება,”- აცხადებს კახა კალაძე.

 

იტვირთბა....