საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 713-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევა არის დადასტურებული. ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 475-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3519 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351.