aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ  მუშევანში ინფიცირების კიდევ 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოლნისის მინიციპალიტეტის სოფელ  მუშევანში კორონავირუსის ინფიცირების კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი შემთხვევების ინფიცირების წყარო ცნობილია და ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

გამოსაკვლევად სულ ლაბორატორიაში 97 პირის ტესტი იყო გადაგზავნილი. მათ შორის, 88 ბიოლოგიური ნიმუში სოფელ მუშევანიდან იყო აღებული, ცხრა კი, ქალაქ ბოლნისიდან.

ამ დროისთვის, სოფელ მუშევანთან დაკავშირებული კორონავირუსის 54 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. ხოლო, თავად ბოლნისში ინფიცირების 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

25 აპრილიდან მუშევანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

 

იტვირთბა....