ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ისინი ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
ბოლო მონაცემებით, ბოლნისში ვირუსის უკვე 156 შემთხვევაა დაფიქსირებული.
25 აპრილიდან მუშევანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.