საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 20 მაისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით დასტაბილურდა.
1 აშშ დოლარი 3.2010 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2012 ლარი ღირდა.
ხოლო, გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.5115 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4615 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 მაისს ამოქმედდება.