ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება”- გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზზე იხსნება და ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გონივრული.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ კახეთში ვიზიტისას განაცხადა.

გახარიას თქმით, ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანობა ეწქვეშ არ უნდა დადგეს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ტურისტების მიღებაც გართულდება.

“უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და უკიდურესად გააზრებული, არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება . ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საქართველოს, როგორც კოვიდ 19-თან ეფექტურად მებრძოლი და კოვიდის რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამის გარეშე ვერანაირი ტურიზმი ვერ იქნება და არანაირი სტუმარი არ ჩამოვა. პირველ რიგში უნდა ვიყოთ კოვიდისგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ შეგვიძლია უკვე ყველაფერზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარია აცხადებს, პირველ რიგში ტურიზმის განვითარება დაიწყება რეგიონებიდან და არა მაგალითად, თბილიდან, იმიტომ, რომ იქ სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა უფრო რთული იქნება.

შეგახსენებთ, შიდა ტურიზმი 15 ივნის გაიხსნება, ხოლო ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებს.

იტვირთბა....