ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩინელი მეცნიერები ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს

ჩინელი მეცნიერები კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტზე მუშაობენ, რომელიც მათ ინფორმაციით, პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს.

ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

მეცნიერებმა პეკინის უნივერსიტეტში პრეპარატის კლინიკური გამოცდა უკვე ჩაატარეს და მან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პერიოდი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირა, არამედ ორგანიზმში იმუნიტეტიც დატოვა.

„როდესაც ინფიცირებულ თაგვებში გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეგვაქვს, ხუთი დღის შემდეგ ვირუსული დატვირთვა მცირდება 2.500 ფაქტორით. ეს ნიშნავს, რომ ამ პოტენციურ პრეპარატს აქვს თერაპიული ეფექტი“,-აღნიშნა პეკინის გენეტიკის მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა.

მისივე თქმით, პრეპარატი მუშავდება გამანეიტრალიზებელი ანტისხეულებით, რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ არის წარმოებული.

იტვირთბა....