“საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციას, ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, როცა ისინი იყვნენ ჯერ შევარდნაძის დროს, მერე როცა მთლიანად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს მათი არჩევანია. თუ მათი არჩევანის საფუძველზე ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ბუნებრივია, ეს იქნება მათი პოლიტიკური პასუხიმსმგებლობა”
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის ყველა პირობის შესრულებას სთხოვს. ისინი მმართველ გუნდს მოუწოდებენ, პატიმრობიდან გიორგი რურუა გაათავისუფლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.