ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან ბოლნისის რამდენიმე სოფელში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

მტავრობის გადაწყვეტილებით,  ეპიდემიოლოგიური ვითარების საფუძველზე, დღეიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი.

აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინის რეჯიმი 23 მარტს გამოცხადდა.

იტვირთბა....