ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა 

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალიური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევა არის დადასტურებული. ხოლო, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 456-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4787 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

იტვირთბა....