დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეკრებილ ოპოზიციურ სპექტრს, ირაკლი ოქრუაშვილმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერა იყო მთავარი მასტიმულირებელი.
ოქრუაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შალვა ნათელაშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს ხელები ჩასჭიდა და ზევით აწია:
“ადრე პოლიტიკური ლიდერები მიმართავდნენ ამ ფორმას, ერთად ვიქნებით და ქვეყანა გამარჯვებამდე მივა”, – დასძინა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა.