“სანამ ამ დაავადებასთან ბრძოლის გარდამტეხი ფაქოტრები (ვაქციან, მედიკამენტი) არ იქნება, ძველ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ, ეს გამორიცხულია. ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს. რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს ინფექციამ თავი იჩინოს. ეს იმდენად მაღალი გავრცელების უნარის მქონე ვირუსია, ფაუჩი მას ცეცხლს ადარებს და ამბობს, რომ ვირუსი როგორც ცეცხლი ისე ვრცელდება. ამიტომ ჩვენ ცეცხლის კერები შენარჩუნებული გვაქვს, ჩვენი ეპიდემიოლოგები გამალებით იბრძვიან, რომ ცეცხლის კერები სხვაგან არ გავრცელდეს.”
ბიძინა კულუმბეგოვი – იმუნოლოგ-ალერგოლოგი
აღნიშნული განცხადება კულუმბეგოვმა, “პალიტრა ნიუსის” ეთერში გააკეთა.