ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შესაძლოა ბანკებმა საშეღავათო პერიოდი გააგრძელონ” – რომან კაკულია

“შესაძლოა ბანკებს ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში  ამის გაკეთების შესაძლებლობა. მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, სანამ ამის მთლიანი ანალიზი არ გაკეთდება..” – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მათთვის ვინც სამსახური დაკარგა ეს სამთვიანი გადავადება  საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბანკებისთვის ეს გარკვეული შემოსავლების დანაკლისი იყო რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ მათ ვთხოვთ, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთონ განვითრების და დაკრედიტების პროცესებში. თუმცა, რამდენად შეუძლიათ ეს ბანკებს, ეს უნდა შევაფასოთ  იქიდან გამომდინარე, რა ტიპის დანაკლისი მიიღეს მათ დაკარგული საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დაკარგვით ზოგადა და როგორია ახლა თანაფარდობა იმ ფულის, რომელიც მათ მიეცათ დახმარების ფარგლებში, ეს ბალანსია დასანახი, თუ მათ მიღებული დახმარების ფონზე, რაც ბანკებს  მიეცათ და კიდევ ბევრი ნაბიჯები გადაიდგა მათ დასახმარებლად, შესაძლოა მათ ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში  ამის გაკეთების შესაძლებლობა. მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, სანამ ამის მთლიანი ანალიზი არ გაკეთდება“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

იტვირთბა....