თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, შუახნის მამაკაცმა საკუთარ ლომბარდში სავარაუდოდ თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვენები გადაიჭრა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითვმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.