“თუ რამ გვასწავლა ამ ვირუსმა, ეს თავმდაბლობაა. 6 თვის წინ სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ის, რაც დღეს ხდება – მსოფლიოს უდიდესი ქალაქები დაეცემოდნენ, რესტორნები, მაღაზიები, სკოლები, სამუშაო ადგილები დაიკეტებოდა. ავიამიმოსვლა შეჩერდებოდა. უბრალოდ ხელის ჩამორთმევა სიცოცხლისთვის საშიში გახდებოდა. მსოფლიო ამ ვირუსის პატარა მიკრობმა დაამდაბლა”
ტედროს გებრეიესუსი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი
ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 73-ე ასამბლეაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 73-ე ასამბლეა დღეს გაიხსნება და კორონავირუსის პანდემიის გამო ვიდეოკონფერენციის სახით ჩატარდება. ასამბლეა ორდღიანია.