ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა

თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სოფიო ხუნწარიამ თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ხოლო, გათავისუფლების ბრძანებას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა.

„თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და შემდგომ საქმიანობაში მას წარმატებებს უსურვებს“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოფიო ხუნწარია მერის მოადგილის ტანამდებობაზე 2018 წლიდან მუსაობდა. მანამდე ის თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

იტვირთბა....