მთავარი ციტატა

“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას შეგნებისთვის, რის შედეგადაც ბუნებრივია, მივიღეთ ეს შედეგი”

“ამ შედეგამდე მოსვლას საკმაოდ ფორსმაჟორული სამუშაოები უძღოდა წინ და, ბუნებრივია, პირველ რიგში მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე ეს შედეგი ვერ მიიღებოდა. ამიტომ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას შეგნებისთვის,  იმ რეკომენდაციების დაცვისთვის და ბუნებრივია, მივიღეთ ეს შედეგი.აქ იყო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა, აქ იყო ინდივიდუალური საჭიროებები ცალკეული ოჯახების. ამ მასშტაბური სირთულეების მიუხედავად, პრაქტიკულად შევძელით ერთობლივი ძალისხმევით, გარკვეული სერიოზული რაიმე ისეთი ჩავარდნა არ ყოფილა, მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ იმას, რომ ამ შეზღუდვების ფონზე მოსახლეობას ეცხოვრა ნორმალური რეჟიმით.”

შოთა რეხვიაშვილი – ქვემო ქართლის გუბერნატორი

ამის შესახებ რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

შეგახსენებთ, დღეიდან მარნეულში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს მასშტაბით თავისუფლად შეუძლია გადაადგილება.

 

 

იტვირთბა....