ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მექსიკაში მოკლეს ჟურნალისტი, რომელიც სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფებოდა

მექსიკაში ერთ-ერთი გამომცემლობის დირექტორი, ხორხე მიგელ არმენტა რომელიც სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფებოდა მოკლეს.

თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ჟურნალისტი რესტორნიდან დაცვასთან ერთად გამოდიოდა.

როგორც ირკვევა, არმენტა სონორას შტატის ქალაქ კუიდად ობრეგონში შეარაღებულმა პირებმა მოკლეს.

ცნობისთვის, არმენტა ხელმძღვანელობდა გამომცემლობას, რომელიც ყოველკვირეულ და ყოველდღიურ გაზეთებს უშვებს. არმენტას მისამართით განხორციელებული არაერთი მუქარის გამო, ის ჟურნალისტებისა და უფლებადამცველებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო დაცვის პორგრამით სარგებლობდა.

ხორხე მიგელ არმენტა მიმდინარე წელს მექსიკაში მოკლული მეოთხე ჟურნალისტია.

2019 წელს ქვეყანაში 19 ჟურნალისტი მოკლეს.

იტვირთბა....