ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ 17 მაისი, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე აღნიშნა.
დღევანდელი დღე არის იმ ადამიანების დღე, რომლებსაც რელიგიამ, ადამიანებმა, კულტურამ, ცივილიზაციამ მტრედებისა და ცხვრების გარემოში ადგილი ვერ უპოვა – ამის შესახებ, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მშვიდობის კათედრალში ქადაგებისას განაცხადა.
“გვავიწყდება, რომ ადამიანის გადარჩევაზე ქრისტემ უარი თქვა და როცა შეგვატყო, რომ ამაზე უარს არ ვამბობდით, ერთი რამ გვითხრა: მოდით, თქვენ ამ ამბავს შეეშვით. ვინმეს დასჯა, ვინმეს ბოროტად, მგლად, თხად, გველად, ან ჯოჯოხეთის მოციქულად გამოცხადების ამბიცია მე მომანდეთ, ჩემია. შენ, მოდი, სიყვარულს ემსახურე. ემსახურე გლახაკთა გახარებას, ემსახურე გულგატეხილთა განკურნებას, ტყვეებისთვის თავისუფლების მიცემას.
დღევანდელი დღე არის იმ ადამიანების დღე, რომლებსაც რელიგიამ, ადამიანებმა, კულტურამ, ცივილიზაციამ მტრედებისა და ცხვრების გარემოში ადგილი ვერ უპოვა.
იმ ადამიანების დღე, რომლებიც აი, იმის გამო კი არა, რაც ჩაიდინეს ან რაც გააკეთეს, არამედ იმის გამო, რაც არიან, როგორადაც უფალმა ისინი დაბადა, ადამიანებმა განაყენეს, შორს დატოვეს. და იმდენად შორს დატოვეს, რომ მათთვის ხელის გაწვდომა სათაკილოდ აქციეს” – განაცხადა ეპისკოპოსმა ქადაგებაში.