ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ევროპის შიდა საზღვრებზე სასაზღვრო შემოწმებების შემოღების გამო, მოსალოდნელია ადამიანების ტრეფიკინგის გაზრდა” – ეუთო-ს გენერალური მდივანი

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ტომას გრემინგერმა ავსტრიის ახალი ამბების სააგენტო „აპას“ (APA)-სთან, კორონავირუსის ეპიდემიის დროს,  კორუფციის ზრდის საშიშროებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვეჭვობთ, რომ მომავალ თვეებში კიდევ უფრო მეტ კორუფციას დავინახავთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს დიდი სახსრები ეკონომიკის აღორძინებისთვის იქნება გამოყენებული. კორონავირუსის კრიზისით გამოწვეულ სისტემურ სისუსტეებთან კრიმინალები სწრაფად ადაპტირდებიან“, – განაცხადა ტომას გრემინგერმა.

ევროპის შიდა საზღვრებზე სასაზღვრო შემოწმებების შემოღების გამო, სავარაუდოდ ასევე მოსალოდნელია ადამიანების ტრეფიკინგის გაზრდა – ამბობს, შვეიცარიელი დიპლომატი.

მისი თქმით, პანდემიამ, როგორც ჩანს, გააძლიერა ტენდენციები „ზედმეტი ეროვნული რეფლექსებისა და ცალმხრივი იზოლაციონისტური მიდგომებისკენ“.

იტვირთბა....