aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“პაკისტანში ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს გამო ნათესავებმა 2 მოზარდი გოგო მოკლეს” – BBC

aviabiletebi
ავიაბილეთები

პაკისტანში ე.წ. ღირსების მკვლელობას 2 მოზარდი გოგო შეეწირა – ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით მოხდა, ამის მიზეზი კი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელზეც 3 არასრულწლოვანი გოგო ტყეში კაცთან ერთად არის აღბეჭდილი. ვიდეო თითქმის 1 წლის წინ არის გადაღებული, თუმცა სოციალურ ქსელებში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ამის შემდეგ ნათესავებმა რგოლში ნაჩვენები 16 და 18 წლის გოგოები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, მათი მთავარი პრიორიტეტი ვიდეოს დარჩენილი 2 მონაწილეს უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

იტვირთბა....