ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლნისსა და ზუგდიდში კორონავირუსის კლასტერი ფართოვდება

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის კვლავ ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მდგომარეობის დასასტაბილურებლად ყველაფერს აკეთებენ.

“ველოდებით რეკომენდაციებს, რომ ხვალიდან გარკვეული შეზღუდვები მუნიციპალიტეტში მოიხსნას,”- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი აღნიშნავს, რომ ხვალიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი გაიხსნება.

“ხვალიდან მარნეულში კარანტინის რეჟიმი გაუქმდება და გაიხსნება რეგიონი. მარნეულელებს ექნებათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება,”- განაცხადა ზაურ დარგალმა.

იტვირთბა....