“დახურული სივრცე, სადაც ბევრ ადამიანთან ერთად გავჩერდებით, მეტ რისკს ქმნის ნებისმიერი ინფექციის გავრცელებაში და განსაკუთრებით, როცა ეს რესპირაციული, აირწვეთოვანი და ამავე დროს კონტაქტური გზით გავრცელებადი ინფექციაა. ორი აზრი არ არის. უფრო მეტად დამაზიანებელი ფაქტორია. ვფიქრობ, ვიდრე ინფექცია გარდატეხისკენ არ წავა, ზაფხულიც არ არც შემოვა, ეს ოპტიმალური შეზღუდვაა და ამაში არაფერია ტრაგიკული. ამას აუცილებლად გახსნიან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვირუსისგან დაცვის წესები უნდა გავაძლიეროთ.”
ბიძინა კულუმბეგოვი – იმუნოლოგ-ალერგოლოგი
აღნიშნული განცხადება კულუმბეგოვმა, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.