ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანძის თურქმენეთის დროშისფრად განათება დემოკრატიის, დასავლეთის დაცინვაა” – მშვენიერაძე

იურისტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე თბილისის მერიის განცხადებას ეხმაურება, დღეს, თბილისის ანძის თურქმენეთის დროშის ფერებში განათებას “მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით”.

“აბა თუ იცით, რა არის ის ეროვნული დღესასწაული, რომელსაც თურქმენეთი ზეიმობს და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით საქართველოც უნდა შევუერთდეთ?

თურქმენეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორესათან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფოა, თურმე “კონსტიტუციის და დროშის დღეს” აღნიშნავს. ოღონდ არა 17, არამედ 18 მაისს. შესაბამისად, სამყაროსთვის ეს იმოდენა მასშტაბის და მნიშვნელობის დღედ მიიჩნია ბატონმა კალაძემ, რომ წინა დღით ვიწყებთ მის აღნიშვნას, ჩვენი დემოკრატიით გაოცებულმა რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ რომ არ დაგვასწროს.

ეს არის დაცინვა თავად კონსტიტუციონალზმისადმი, დემოკრატიისადმი, ადამიანის უფლებებისადმი, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ზოგადად, დასავლური ღირებულებებისადმი” – წერს იურისტი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.

იტვირთბა....