ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია..” – Washington Post

როდესაც საქმე კორონავირუსის საპასუხო ქმედებას ეხება, ზესახელმწიფოებს, შესაძლოა უფრო მცირე ერების შესწავლა დასჭირდეთ – ამ სახელწოდებით Washington Post-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოც არის ნახსენები.

“კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო იერარქია ამოატრიალა. მსოფლიოს სამ უძლიერეს სახელმწიფოში – აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთში პანდემია ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. ჩინეთი თავდაცვის პოზიციაშია, ვინაიდან მეტოქეები მას გამჭირვალობის დეფიციტში ადანაშაულებენ. თუმცა, ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ მიღწეულ ადრეულ წარმატებებს აკვირდება.

მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია. ქვეყანას, სადაც 3.75 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 700-ზე ნაკლები დადასტურებული შემთხვევა და მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს. რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შექებაც დაიმსახურა.

ინფექციის გავრცელების ტემპის შენელებისა და საქართველოს ტურიზმისთვის ხელახალი გახსნის სამომავლო გეგმების ფონზე, აშშ-ში ქვეყნის ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისი ოფისი დაინტერესებული ამერიკელებისგან ბიზნეს და სამოგზაურო მოთხოვნებს იღებს“ – წერს  Washington Post-ი

იტვირთბა....