ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​​დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსის, ანზორ ქობალიას განცხადებით, “კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი მიიღეს ინფიცირებული მამაკაცის დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის ტესტებზე. განცხადება ქობალიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, 42 წლის ზუგდიდელი მამაკაცი 14 მაისს თვითდინებით შევიდა რუხის საავადმყოფოში. მას ცხელება ჰქონდა. 15 მაისს მას კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

მამაკაცი 17 აპრილს სომხეთიდან ჩამოვიდა, ის თვითიზოლაციაში იყო. მისი ოჯახის ექვსი წევრი კარანტინში იყო გადაყვანილი. მათგან სამს დაუდასტურდა კორონავირუსი. მიმდინარეობს ინფიცირებული მამაკაცის სხვა კონტაქტების მოძიება.

იტვირთბა....