“ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის გვერდით, მაგის არ სჯერათ. ვირუსი არის, არ გამქრალა არსად. ამიტომ ნებისმიერ დროს თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, არ დავიცავთ წესებს, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა სეზონი დადგება რესპირაციული დაავადებების დიდი მოლოდინია, რომ ვირუსი შემობრუნდება.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
მისი თქმით, მსოფლიო სხვადასხვა ცენტრებში ვაქცინაზე მუშაობა და გამოცდა მიმდინარეობს, თუმცა ვაქცინაზე ადრე, სავარაუდოდ, მსოფლიოს ეფექტური წამალი ექნება.