ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლნისში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან კიდევ ორი პირი გამოჯანმრთელდა. ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსისგან ჯამში 51 პირი გამოჯანმრთელდა.

მუნიციპალიტეტში დღის ბოლოსთვის 156 პირის საკვლევ მასალაზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათი უმეტესობა სოფელ გეტადან ბოლო დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუშებია, ასევე ნაწილი არის სოფელ მუშევანიდან ასევე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების საკვლევი მასალა.

გეტასა და მუშევანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს და გადაადგილება შეზღუდულია.

 

იტვირთბა....