ბათუმის კლინიკა „მედალფა“ ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფმა 82 წლის კაცმა დატოვა. პაციენტი თითქმის ერთი თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო.
კლინიკის დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, იგი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა, თუმცა ფსიქიკური პრობლემების გამო სჭირდება ზედამხედველობა, ამიტომ სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
“მედალფას” კლინიკაში დარჩენილ ორ პაციენტს დღეს ერთი ინფიცირებული შეემატა, რომელიც კარანტინში თბილისში იმყოფებოდა.. მედიკოსთა შეფასებით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება.
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ საერთო ჯამში სამი ინფიცირებული რჩება.