ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაბეიშვილის ინფორმაციით, მეტროსადგურების რეაბილიტაციას ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.

ამის შესახებ ხაბეიშვილმა “მთავარ არხთან” განაცხადა და აღნიშნა, რომ ოთხი კომპანიიდან ორს არანაირი გამოცდილება აქვს.

ხაბეიშვილის ცნობით, ერთ-ერთი კომპანია, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებსია ჩართული,  2020 წლის თებერვალშია დაარსებული, რაც ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს.

“კითხვა გვაქვს ლეგიტიმური, როგორ აღმოჩნდა, რომ მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობენ ყოფილი ფეხბურთელები, მაგალითად, გიორგი ნემსაძე, ან ტარიელ ხეჩიკაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები. ოთხი კომპანიიდან ორს საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს, მეტიც, ერთო 2020 წლის თებერვალშია დაფუძნელებელი და მაისში უკვე მეტროში ჩაუშვეს.

ეს ხალხი დირექტორიანად არც კი იგუგლება, რომ ნათურა მაინც აქვს შეცვლილი. რომელიც იგუგლება, ამ კომპანიის დირექტორი არის გიორგი ნემსაძის და ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესპარტნიორი და “იბერია ავტოს” დირექტორიც,”- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილის თქმით, ალექსანდრე ხუციშვილი “იბერია ავტოს” დირექტორი იყო, რომლის 10 პროცენტი ეკუთვნის გიორგი ნემსაძეს, ხოლო 90 პროცენტი “იბერის ბიზნეს ჯგუფს”, რომელიც კავშირში იყო ყოფილ სპორტის მინისტრთან.

იტვირთბა....